ტრენინგის მეცხრე დღე

დასრულდა პროექტებით სწავლების  ტრენინგი,   რომელიც   მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.  გავეცანი  ბევრ სიახლეს: შეფასების  რუბრიკები,  მოსწავლის სავარაუდო  ნაშრომი,  ბუკლეტების შექმნა,რესურსები,  პორტფოლიოს  ჩეკლისტი,.
გავეცანი  21-ე საუკუნის  უნარ -ჩვევებს,  რომელიც  აუცილებელია  დღევანდელი  თაობისთვის.

ყურძნის ჯიშები

ტრენინგის მერვე დღე

ტრენინგის მერვე დღეს ვისაუბრეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. შევიმუშავეთ მეთოდები თუ რა დამატებითი აქტივობა დაგვჭირდება მათთვის ვისაც კომპიუტერი მწყობრიდან აქვს გამოსული.კიდევ ერთხელ გადავხედეთ სასწავლო პროცედურებს, რადგან ეს მთავარი კომპონენტია პროექტის გეგმაში, სადაც აქტივობები უნდა იყოს ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი.

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღეს ვისაუბრეთ იმ მთავარ საკითხზე, რასაც დიფერენცირებული სწავლება ჰქვია. ჩამოვაყალიბეთ მეთოდები და მიდგომები, თუ როგორ შეიძლება ჩავრთოთ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები პროექტის განხორციელებაში და ჩვენი იდეები დავაფიქსირეთ სასწავლო პროექტის გეგმაში.

ტრენინგის მეექვსე დღე

ამ მოდულმა დაგვანახა რამდენად აუცილებელია შეფასების კრიტერიუმების ჩამოყალიბება , მისადაგება მოსწავლის ნაშრომზე.

ტრენინგის მეხუთე დღე

ამ მოდულმა ნათლად დაგვანახა, რომ აუცილებელია საავტორო უფლებების დაცვა,რათა არ მოხდეს სხვისი ინფორმაციის მითვისება. პრეზენტაციის საშუალებით მოკლედ გადმოვცემ ჩემს სათქმელს და სასიამოვნოა ვიზუალური ხედვისთვის.

ყურძნის ჯიშები

ტრენინგის მეოთხე დღე

ამ მოდულმა ნათლად დაგვანახა თუ რა მნიშვნელობა აქვს შეფასების სხვადასხვა მეთოდს.ძალზედ მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა.ასევე მნიშვნელოვანი და    ღირებულია პროექტის პრეზენტაციის შექმნა, რათა მოკლედ და კონკრეტულად გადმოვცეთ ჩვენი სათქმელი.

ტრენინგის მესამე დღე

ამ  მოდულმა  ნათლად დაგვანახა, თუ რამდენად  მნიშვნელოვანია სტანდარტებისა და  ინდიკატორების გათვალისწინება პროექტის დაგეგმვაში.   ასევე  მნიშვნელოვანი იყო  ჩემთვის  მიმართულების  მიმცემი საკვანძო კითხვების ნიმუშების განხილვა.

ტრენინგის მეორე დღე

ამ მოდულმა  გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. ვფიქრობ  ძალზე მნიშვნელოვანი იყო პუბლიკაციის შექმნა  დირექტორისთვის და მშობლებისათვის.რადგან  მშობლის ჩართულობა სკოლაში მეტად აქტუალური თემაა.
პროექტული სწავლება მეტად შეუწყობს ხელს მოსწავლეებში ისეთი  უნარ -ჩვევების ჩამოყალიბებას როგორიცაა 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევები.