ტრენინგის მეცხრე დღე

დასრულდა პროექტებით სწავლების  ტრენინგი,   რომელიც   მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.  გავეცანი  ბევრ სიახლეს: შეფასების  რუბრიკები,  მოსწავლის სავარაუდო  ნაშრომი,  ბუკლეტების შექმნა,რესურსები,  პორტფოლიოს  ჩეკლისტი,.
გავეცანი  21-ე საუკუნის  უნარ -ჩვევებს,  რომელიც  აუცილებელია  დღევანდელი  თაობისთვის.

ყურძნის ჯიშები

ტრენინგის მერვე დღე

ტრენინგის მერვე დღეს ვისაუბრეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. შევიმუშავეთ მეთოდები თუ რა დამატებითი აქტივობა დაგვჭირდება მათთვის ვისაც კომპიუტერი მწყობრიდან აქვს გამოსული.კიდევ ერთხელ გადავხედეთ სასწავლო პროცედურებს, რადგან ეს მთავარი კომპონენტია პროექტის გეგმაში, სადაც აქტივობები უნდა იყოს ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი.

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღეს ვისაუბრეთ იმ მთავარ საკითხზე, რასაც დიფერენცირებული სწავლება ჰქვია. ჩამოვაყალიბეთ მეთოდები და მიდგომები, თუ როგორ შეიძლება ჩავრთოთ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები პროექტის განხორციელებაში და ჩვენი იდეები დავაფიქსირეთ სასწავლო პროექტის გეგმაში.

ტრენინგის მეექვსე დღე

ამ მოდულმა დაგვანახა რამდენად აუცილებელია შეფასების კრიტერიუმების ჩამოყალიბება , მისადაგება მოსწავლის ნაშრომზე.

ტრენინგის მეხუთე დღე

ამ მოდულმა ნათლად დაგვანახა, რომ აუცილებელია საავტორო უფლებების დაცვა,რათა არ მოხდეს სხვისი ინფორმაციის მითვისება. პრეზენტაციის საშუალებით მოკლედ გადმოვცემ ჩემს სათქმელს და სასიამოვნოა ვიზუალური ხედვისთვის.

ყურძნის ჯიშები