სასწავლო პროექტი


დარგე ხე


პროექტის მთავარი იდეა:  სკოლის   ეზოში   ხეხილის   ბაღის   გაშენება

პროექტის აქტუალობა:  გავუღვივო   შრომის  სიყვარული,  ისწავლონ  ხეების  დარგვა   და  მოვლა–პატრონობა.

პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა  შეძლონ  ხეხილის  გახარებისათვის  პირობების  განსაზღვრა.

მოსწავლეთა  ასაკი:   6–7  წელი

ვადების  ხანგრძლივობა: 1 თვე

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები  სკოლის  მიმდებარე  ტერიტორიაზე  გააშენებენ  ხეხილის   ბაღს,  ისწავლიან  მცენარეების  მოვლა– პატრონობას,  გაუღვივდებათ  შრომის  სიყვარული.

პროექტისთვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:
მასწავლებელი,   მოსწავლეები,  სხვადასხვა  ხილის   ნერგები,   სამუშაო  იარაღები   მიწის  ამოსაღებად.
პროექტის  მსვლელობა   და  ძირითადი  აქტივობები:
მოსწავლეებს  ვყოფ   ჯგუფებად, თითოეულ  ჯგუფს   მოაქვს  ხილის  სხვადასხვა  სახეობის   ნერგები,  იღებენ მიწას  და  რგავენ  ხეებს სასკოლო ნაკვეთში.
ჯგუფები  აკეთებს   დაკვირვების   დღიურებს,   სისტემატიურად     აკვირდებიან    მათ  მიერ   დარგულ   ნერგებს,    აკეთებენ   მოკლე   ჩანაწერებს   მათი   ზრდა–განვითარების   შესახებ.   შემდეგ    ჯგუფები   უზიარებენ    ერთმანეთს   დაკვირვების   შედეგად   მიღებულ   გამოცდილებას.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ  სასწავლო   გეგმასთან   კავშირი:    შრომა/ ბუნება


ბუნება II-10. მოსწავლე აღწერს მცენარეების   მნიშვნელობას   ადამიანისათვის.


შედეგი  თვალსაჩინოა, თუ  მოსწავლე:

  • ოჯახსა  და  სკოლაში   უვლის   მცენარეებს   და  თავის   გამოცდილებას   უზიარებს   თანაკლასელებს, იცის  ინფორმაცია   იმის  შესახებ,   რა  სარგებლობა   მოაქვს  ხილს   ადამიანისათვის.
პროექტის   ხელმძღვანელი:   ირმა   მაღლაკელიძე.

ხელმძღვანელის   ელ: ფოსტა: irmamaglakelidze@gmail.com